ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა
ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე საავტომობილო გზის კმ67-კმ106 (ჭიათურა-ზესტაფონი) დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.