აშშ-მა უკრაინას 15 წლით უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე შეთანხმება „თითქმის 95%-ით“ არის მიღწეული, თუმცა უკრაინის ლიდერმა მას შემდეგ განაცხადა, რომ მას 50 წლამდე გარანტიები სურს.
“უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, ეს ომი ნამდვილად დასრულებულად არ შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ არ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ის დასრულდა, რადგან ასეთ მეზობელთან კვლავ არსებობს აგრესიის განახლების რისკი“, – განმარტა ზელენსკიმ.
როგორც “ბიბისი” წერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტერიტორიული საკითხები და რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ბოლო გადაუჭრელ საკითხებად გამოყო, უკრაინის სადავო დონბასის რეგიონის მომავალზე კი ცოტა რამ თქვა.
ამასთან, ტრამპმა ასევე გამოთქვა აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის სამმხრივი მოლაპარაკებების იმედი და თქვა, რომ ეს შეიძლება „შესაფერის დროს“ მოხდეს.