“Elite Model Look Georgia 2025”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

“Elite Model Look Georgia 2025”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

Elite Model Look -ი გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული საერთაშორისო სამოდელო კონკურსი, რომელიც უკვე მე 16-ედ, წარმატებით ჩატარდა საქართველოში კომპანია ელიტის ექსლკუზიური წარმომადგენლის, სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის მიერ.

კონკურსი მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

უკვე ოთხი ათწლეულის განმავლობაში, Elite Model Look-ი რჩება ახალი ვარსკვლავების აღმოჩენის ავანგარდში. იგი სთავაზობს ათასობით ახალგაზრდას მთელი მსოფლიოდან აქციონ მათი ოცნებები რეალობად და მიჰყვნენ მოდის ისეთი ვარსკვლავების კვალს, როგორებიც არიან: სინდი კროუფორდი, ჟიზელ ბუნდჰენი, სტეფანი სეიმური, ნაომი კემპბელი, ადრიანა ლიმა, ვიტორია სერეტი, მონა ტუგარდი, ფეი ფეი სუნი და სხვები.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ შთამბეჭდავი საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000-ამდე კონკურსანტი იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი საერთაშორისო სამოდელო სააგენტო “Elite Model Management”-თან და აქტიური საერთაშორისო კარიერა.

Წელს ონლაინ რეგისტრაციის მეშვეობით, ღინისძიებაში მონაწილეობა მიიღო 1000-ზე მეტმა კანდიდატმა და მათგან შერჩეულია მხოლოდ 12 გოგონა და 7 ვაჟი კონკურსანტი, რომლებიც იბრძვიან გამარჯვებულის ტიტულის მოსაპოვებლად.

16 დეკემბერს, სასტუმროში “თბილისი ფილარმონია მერკურისაგან“ ჩატარდა Elite Model Look Georgia 2025-ის ფინალური ღონისძიება, სადაც საერთაშორისო სამოდელო კონკურსის
ELITE MODEL LOOK WORLD-ის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ჯენიფერ მეიმ და ELITE MODEL LOOK Georgia-ს ორგანოიზატორმა ქ-ნმა ია კიწმარიშვილმა, დაასახელეს გამარჯვებული გოგონა და ვაჟი, რომლებიც საქართველოს სახელით გაემგზავრებიან მსოფლიო ფინალზე.

Მე 16-ე Elite Model Look Georgia 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ:
16 წლის მარიამ კალაძე და 18 წლის დაჩი კანთელაშვილი.

მარიამი და დაჩი 2026 წლის დასაწყისში წარადგენენ ჩვენს ქვეყანას 41-ე მსოფლიო ფინალურ ღონისძიებაზე ELITE MODEL LOOK WORLD FINAL.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები