უმაღლეს სასწავლებლებს შორის ყველაზე მეტი პრემიები თსუ-ში დარიგდა

 

     უმაღლეს სასწავლებლებში გაცემული პრემიების მიხედვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ლიდერობს, სადაც ერთი წლის განმავლობაში პრემიების სახით 6 549 824.86 ლარი დარიგდა – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
IDFI-ის შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მნიშვნელოვნად – 2 250 361 ლარით ჩამოუვარდება ტექნიკური უნივერსიტეტი. 448 079 ლარიდან 938 146.5 ლარამდე მერყეობს უნივერსიტეტებში გაცემული პრემიებისა და დანამატების რაოდენობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამავე ორგანიზაციის თანახმად, „კვლევის პერიოდში (2013 წლის აპრილი –2014 წლის სექტემბერი) გაგზავნილი 190 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მივიღეთ 96 მოთხოვნაზე. 24 შემთხვევაში მოგვაწოდა არასრულყოფილი ინფორმაცია. ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვეთქვა, ან შეკითხვა უპასუხოდ იქნა დატოვებული 28 შემთხვევაში (აქედან 20 მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც უყურადღებოდ დატოვა ჩვენი განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ), ხოლო 42 შემთხვევაში გვეცნობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნდა მოთხოვნილი ინფორმაცია ან/და არ ჰქონდა განხორცილებული კონკრეტული ქმედება. IDFI-ის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 75.3% შეადგენს. რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე უნივერსიტეტს, აღნიშნულს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს 99%-ით. თელავის სახელმწიფო უნივერისტეტს მცირედით ჩამორჩება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. აქ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 96.1%-ის ტოლია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლის მქონე რიგით მესამე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია – 89.2%-ით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები