ირაკლი მეზურნიშვილი – სერბეთში ვიზიტზე: მნიშვნელოვანი საკითხები იქნა წამოწეული მოლაპარაკებების დროს
,,მნიშვნელოვანი საკითხები იქნა წამოწეული მოლაპარაკებების დროს და მინდა გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. შემდეგ წელს გაიხსნება სერბეთის საელჩო საქართველოში”,- ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა სერბეთში, საქართველოს პრეზიდენტის და დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტურიზმის მიმართულებას.
„სულ ახლახან დაიწყო საჰაერო მიმოსვლა ბელგრადსა და თბილისს შორის, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას. ტურიზმს ცალკე აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ტურიზმი ისეთი მიმართულებაა, რასაც აქვს განვითარების პოტენციალი. ჩვენ მხარს ვუჭერთ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე, სერბეთი ყოველთვის გვერდით უდგას საქართველოს ამ მიმართულებით. გავაგრძელებთ მეგობრობას, პარტნიორობას და ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.