დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით დამსაქმებლებთან და პარტნიორებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით დამსაქმებლებთან და პარტნიორებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სამუშაოს მაძიებელთა, ისე კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანამშრომლობა, შრომის ბაზრის გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობას ზრდის.
“შეხვედრაზე, სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის მოკლე ანგარიში და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.
აღინიშნა, რომ 2025 წელს, სააგენტოს მომსახურებით 12000-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა ისარგებლა.
შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და პარტნიორები დააჯილდოვა”, – აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები