“ევროპარლამენტში ის მოვისმინეთ, რასაც ომის დაწყების შემდეგ ვისმენთ – ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი გვერდზე გადასადებია” – ქადაგიშვილი

“ევროპარლამენტში ის მოვისმინეთ, რასაც, ფაქტობრივად, ომის დაწყების შემდეგ ვისმენთ – ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი – სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ხალხის ნება, არჩევნებში გამოხატული უმრავლესობის აზრი, გვერდზე გადასადებია”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ის ევროპარლამენტში გამართული დებატებს გამოეხმაურა.

“მოვისმინეთ, რომ საქართველო იმის გამო, რომ თავის დამოუკიდებელ და სუვერენულ პოლიტიკას ატარებს, გაკიცხვას იმსახურებს და ამას არავითარი მტკიცებულება, არავითარი ობიექტური ინფორმაცია არ სჭირდება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მაღალ ტრიბუნაზე დადგნენ და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ის ილაპარაკონ, რაც აწყობთ. მათთვის ქართველი ხალხი ის ადამიანები არიან, რომლებიც დააფინანსეს და წაახალისეს დემოკრატიული არჩევნების წინააღმდეგ ბოიკოტისთვის და ქუჩაში გამოსასვლელად, პარლამენტის შენობის დასანგრევად, ასევე პრეზიდენტის სასახლე აღებულიყო და ა.შ. ის, რომ ამას სახელმწიფომ შესაბამისი კანონიერი პასუხი გასცა, ეს დემოკრატიის უკუსვლად ჩათვალეს. ფაქტობრივად, ეს ადამიანები ამბობენ, რომ ის, რაც ე.წ. ფერადი, ლიბერალური რევოლუციების მიზანს ემსახურება, ეს არის აპრიორი, ხოლო დანარჩენი – სახელმწიფო, კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ხალხის ნება, არჩევნებში გამოხატული უმრავლესობის აზრი გვერდზე გადასადებია. ევროპარლამენტში სწორედ ეს დავინახეთ, გარიყული დემოკრატიული და ევროპული ღირებულებები და წინ წამოწეული პოლიტიკური, ანგაჟირებული, საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული უტიფარი განცხადებები”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები