„ჩმორების“ მეტი რა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?
პარლამენტის უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. დეპუტატს მიაჩნია, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა უნდა შედგეს და უკეთესი იქნება, თუ ამ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
„რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა უნდა შედგეს და კარგი იქნება, ჩვენი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც შეხვდეს პუტინს. რუსეთს რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ეს ფაქტია, მაგრამ ბუტიაობით და ერთმანეთთან დაულაპარაკებლობით პრობლემა არ მოგვარდება“, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი. დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ იმ დეპუტატების განცხადებასაც ეხმაურება, რომლებიც ორი ქვეყნის პირველი პირების დიალოგის დაწყებას უარყოფითად აფასებენ. „კობა სუბელიანს ვეუბნები: მიდი კობა, შენ ჯარი შეკრიბე, რომელიც რუსეთს ომს გამოუცხადებს, სისხლს აიღებს და ჩვენც ჩავეწერებით ასეთ ჯარში! რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ეგ ის არის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდხანს რომ მუშაობდა და 2008 წლის აგვისტოს ომის მერეც ძლივს რომ დაათმობინეს რუსული პასპორტი?! „ნაციონალები“ მის გამბედაობაზე ლაპარაკობენ?! ეგენი არ იყვნენ, ომის დღეებში „წითელი ხიდისკენ“ რომ გაიქცნენ დედაბუდიანად და აზერბაიჯანის საზღვარზე გადასვლას ერთმანეთს ასწრებდნენ?! ეგენი ის „ნაციონალები“ არ არიან, რომელთა მთავარსარდალი სააკაშვილი გორში ცხვირით მიწას ხნავდა და ბუჩქებისკენ გარბოდა?! ეს „ჩმორები“ კიდევ „ბლატაობენ?! “ამათ უტიფრობას საზღვარი არა აქვს და ხალხს უარესად აღიზიანებენ! „ჩმორების“ მეტი რა არის „ნაციონალურ მოძრაობაში“?! მთელმა საქართველომ ნახა კადრები, როგორ „ბლატაობდა“ ვანო მერაბიშვილი და როგორ ითხოვდა ორ გვამს! ნომერ პირველი „ჩმორი“ არის სააკაშვილი, ნომერ მეორე „ჩმორი“ არის მერაბიშვილი და ყველანი, ვინც მათ პოლიტიკას იზიარებდნენ და იზიარებენ, „ჩმორები“ არიან!“, – აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კობა სუბელიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საკუთარი მოსაზრება სტატუსის სახით გამოაქვეყნა: „რუსებს ჩვენი სისხლი მართებთ და რა უნდა ველაპარაკოთ“.