გურამ მაჭარაშვილი: საბედნიეროდ, ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ძალები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებენ

,,საბედნიეროდ, ქართულ პოლიტიკაში ჯანსაღი ძალები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებენ”,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ,,პირველ არხს” განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს დღემდე ებრძვის.

„ნაცმოძრაობის“ ფილიალები როდესაც ამბობენ, „ნაცები“ არ არიან და ამ დროს „ნაცების” საქმეს აკეთებენ, აბა, ვინ არიან? – საბედნიეროდ, ქართულ
პოლიტიკაში ჯანსაღი ძალები არიან, რომლებიც „ნაცმოძრაობას“ ჩაანაცვლებენ. ჩვენი დღის წესრიგი „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა იყო, რადგან ეს პარტია საქართველოს ებრძოდა და დღემდე ებრძვის. ჩვენ კი ყველა იმას ვებრძვით, ვინც ქვეყანას ებრძვის. „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლა იდეა ფიქსი არ ყოფილა, მაგრამ აქამდე ჩვენს დღის წესრიგში იყო, რადგან ქვეყანას ძირს უთხრიდნენ და ჩვენ საქართველოს ინტერესებს ვიცავდით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები