არჩილ გორდულაძე: კოსების და კალასების მსგავსი არარჩეული ბიუროკრატები თავისუფალ სიტყვას ებრძვიან, ამავე დროს, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან
,,კოსების და კალასების მსგავსი არარჩეული ბიუროკრატები თავისუფალ სიტყვას და ადამიანების თავისუფალ განვითარებას ებრძვიან, ამავე დროს, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან”,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მათი განცხადებები შინაარსისგან დაცლილია.
„მათ სიტყვას, რა თქმა უნდა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საქართველოში გადატრიალების მცდელობას არ ემიჯნებიან და ხშირ შემთხვევაში, წამახალისებლებიც კი არიან. მათი განცხადებები შინაარსისგან დაცლილია, რადგან ევროსტრუქტურების მიერ ნაწარმოები კვლევებით სჩანს, რომ საქართველოს მოწინავე ადგილები აქვს, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის. ამ დროს კი, კოსებისა და კაისების განცხადებებს ვხედავთ, რომლებიც აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.