მანანა კობახიძე: გაუგებარია, ვის უცხადებს „ნაცმოძრაობა“ პროტესტს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე 15 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციის გამართვას გამოეხმაურა. როგორც მან განმარტა, ყველას აქვს მშვიდობიანად შეკრების უფლება, მაგრამ დაგეგმილი აქციის შინაარსი გაუგებარია. “რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ყველას აქვს მშვიდობიანად შეკრების უფლება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია შინაარსი, რომელსაც დაგეგმილი აქცია ატარებს. ხელისუფლება ყოვედღიურ რეჟიმში მუშაობს სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ქმედება იყოს საერთაშორისო განხილვის თემა. არ მგონია, რომ ეს პროტესტი სახელმწიფოს და ხელისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული. გაუგებარია მათი ეს ქმედება. ჩემი აზრით, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ააცილა ქვეყანას პროვოკაცია, მოხდა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. გაუგებარია, დღეს ვის უცხადებენ ისინი პროტესტს, როდესაც სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ აქვს ხალხს და საზოგადოებას პროტესტი, რომელთაც მათი რეჟიმის წნეხი იწვნიეს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.
“ნაციონალური მოძრაობა” 15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები