არჩილ გორდულაძე: ევრობიუროკრატიას წარმოდგენა აქვს საქართველოზე, თითქოს, დაბალი ღობე ვართ და ჩვენს მიმართ შეუძლიათ ყველანაირი განცხადება გააკეთონ, მაგრამ როდესაც აშშ-ზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას ვერაფერს უბედავენ

“ევრობიუროკრატიას წარმოდგენა აქვს საქართველოზე, თითქოს, დაბალი ღობე ვართ და ჩვენს მიმართ შეუძლიათ ყველანაირი განცხადება გააკეთონ, მაგრამ როდესაც აშშ-ზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას ვერაფერს უბედავენ,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების მიმართ როდესაც ლეგიტიმური კითხვები ისმის გადადიან დემაგოგიაზე.

„ევრობიუროკრატიას წარმოდგენა აქვს საქართველოზე, თითქოს, დაბალი ღობე ვართ და ჩვენს მიმართ შეუძლიათ, ყველანაირი განცხადება გააკეთონ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ძლიერ ქვეყანას – ძლიერი ეკონომიკით და ძლიერი სამხედრო პოტენციალით, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, მას ვერაფერს უბედავენ. იგივე შეიძლება, ითქვას ჩვენს ქვეყანაში ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებზე და სხვადასხვა ე.წ. ელჩზე. ვხედავთ, რომ მათთვის განცხადების გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ, როდესაც თავიანთი პატრონები დავალებას მისცემენ, ხოლო როდესაც ლეგიტიმური კითხვები ისმის, შემდეგ გადადიან დემაგოგიაზე და კადრულობენ იმასაც, რომ თავისუფალ მედიას უწოდებენ პროპაგანდისტებს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები