ირაკლი კობახიძე – ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით
ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად თურქმენეთში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება.
„ჩვენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვიწევდა მარტივი ჭეშმარიტების მტკიცება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელსაც აშკარად ვხედავდით ევროკავშირის მასშტაბით. გახსოვთ, როგორი კრიტიკა მოდიოდა ამის შესახებ, გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმის გამო, რომ ამ ტენდენციებზე ვსაუბრობდით. დღეს, იმავეზე საუბრობს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია, ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით. ეს არის დღევანდელი რეალობა, ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე და ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები,”- განაცხადა პრემიერმა.