გია ვოლსკი – ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე
„ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე, შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ბრიუსელის ცენტრალური მმართველობა გარდაიქმნა დემოკრატიულისგან და ავტოკრატიულზე წავიდა.
„ბრიუსელის ბიუროკრატიამ ხელში აიღო სტრატეგიის დაგეგმვა და დამსჯელი ფუნქციაც იმ ქვეყნების მიმართ, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს. გარკვეულ საკითხებზე პოლონეთს აქვს პრობლემები, ასევე იტალიას, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე უნგრეთსა და სლოვაკეთზე აღარ ვსაუბრობ, ფიცოს მკვლელობის მცდელობა იმიტომ დაიგეგმა, რომ ის ინსტრუქციები ვერ შეასრულა, რაც „დიფ სთეითს“ აწყობს. ბრიუსელის ცენტრალური მმართველობა გარდაიქმნა დემოკრატიულისგან და ავტოკრატიულზე წავიდა. როგორც ჩანს, ამის რესურსი გააჩნია, რადგან წამყვანი ქვეყნების ლიდერები იმ გადაწყვეტილებებს მხარს უჭერენ, როგორიცაა მიგრაცია. ვინც ამას არ მიჰყვება, ის ჯარიმდება. დამსჯელი ხელკეტი ხელში უჭირავთ, ევროკავშირი ასეთი არ იყო. ევროკავშირის პრინციპი აგებული უნდა იყოს თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე და არა პოზიციების დაპირისპირებაზე. დიდი ხანია, ამ საკითხზე განგაში გვაქვს ატეხილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.