შალვა პაპუაშვილი: ირაკლი კობახიძე ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს ფორუმზე

„ირაკლი კობახიძე ფორუმზე ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთში გამართულ ფორუმთან დაკავშირებით განაცხადა.

„ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა „ქართულ ოცნებას“ და პირადად ირაკლი კობახიძეს როგორც პრემიერ-მინისტრს. ის ფორუმზე ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, მაშინ, როცა სჭირდება. არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რასა იუკნევიჩიენე და სხვა მსგავსი ომის მოსურნე ხალხი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.

ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები