შალვა პაპუაშვილი – „კამიტზე“: საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა გაპუტულ თუთიყუშამდე

,,რაღა ეჭვი დარჩა? – ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული – ასეთი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, საბოლოო ჯამში ყველაფერი დავიდა გაპუტულ თუთიყუშამდე”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა BBC-ის მასალასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „კამიტის“ თემაზე კითხვებს გამოძიებამ გასცა პასუხი.

„გამოძიება შედგა და აჩვენა, რომ შსს-ს არასდროს პირველი მსოფლიოს ომის ქიმიური იარაღი არა თუ ნაყიდი ან გამოყენებული ჰქონდა, [კამიტი] საქართველოს ტერიტორიაზე კომერციული მოხმარებისთვისაც კი არ ყოფილა და მით უმეტეს, სახელმწიფოს მხრიდან.

რაში მდგომარეობდა BBC-ის მხრიდან საქართველოზე ჰიბრიდული თავდასხმა, რა იყო მთავარი ლაიტმოტივი – ერთადერთი მთავარი ფრაზა, რაც იყო ჰედლაინისთვის გამოტანილი და ჰიბრიდული თავდასხმის ინსტრუმენტი, იყო „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“. დღემდე ხომ ამაზეა საუბარი. იქ სხვა რა ლირიკული გადახვევები იყო ამ სიუჟეტში, არავინ იხსენებს და არც ვინმეს ყურადღება მიუქცევია. „პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი“ – დაიხურა ეს თემა? კითხვა ხომ მარტივია – იყო თუ არა ეს იარაღი. ხომ დაიხურა ეს თემა?

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა – ვინმეს კითხვა აქვს? გაეროს ან ვინმეს? არის გამოძიება, ხელისუფლება, მიმართონ, მიიღებენ პასუხებს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები