შალვა პაპუაშვილი: არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში 

,,არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთადერთი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და საკუთარი მმართველობის საკითხებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს ვინმესთვის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება აქვს მიცემული.

„ჩვენ ამიტომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ არ გვინდოდა, საბჭოთა მოსკოვი ჩარეულიყო ჩვენს შიდა საქმეებში. საბჭოთა მოსკოვს კი ავცდით ამ მხრივ და გავითავისუფლეთ თავი, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატომღაც ჩათვალა, რომ ტალინი, ვილნიუსი, ბერლინი უნდა ჩაერიოს. რა გამოლევს დედაქალაქებს, 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის. იქ ერთი მისამართი მაინც იყო და ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე და ახლა რატომღაც დიდი და პატარა – ყველა ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუა უნდა ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნები, რომელთა დამოუკიდებლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის ისტორიულადაც”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები