ლევან მაჭავარიანი: დროა, გამოფხიზლდნენ ევრობიუროკრატები და დროა, ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი
,,ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპაში საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს.
„ჩვენ მიჩვეული ვართ ამ უსამართლო მოპყრობას საქართველოს მიმართ და შესაბამისად, მომავალში რაზე იმსჯელებენ, რთული საპროგნოზო არ არის. ველოდებით ისევ ნეგატიურ კომენტარებს – „დემოკრატიის უკუსვლა“, „დაიქცა საქართველო“ და ასე შემდეგ, რაც მათ სჩვევიათ. თუმცა, დროა, რომ გამოფხიზლდეს ევროკავშირი, დროა გამოფხიზლდნენ ეს ევრობიუროკრატები და დრო არის, რომ ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი. გაიმარჯვოს საღმა აზრმა ევროპაში, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში“, – განაცხადა მაჭავარიანმა.