პაატა სალია: ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს
,,ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც პირნათლად ასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თუ არსებობს ასეთი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს წინააღმდეგ ან არის მითითება ამა თუ იმ მოქმედების განხორციელების თაობაზე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.
„პროკურატურას დაწყებული აქვს გამოძიება. მოგეხსენებათ, 2025 წლის 12 ნოემბერს დაიწყო ბატონი გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. ეს გარემოება ვერ მოხვდებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ვინაიდან მსჯელობა და არსებითი განხილვა ჯერ კიდევ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე იყო დასრულებული. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სრულ თანხვედრაშია ევროპული სასამართლოს მიერ ჩატარებული მოქმედებები იმ მოქმედებებთან, რომლებსაც დღეს საქართველოს პროკურატურა ატარებს და რაც საქართველოს სასამართლოებმა განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღეს.
ხაზს გავუსვამ – საქართველოს სასამართლოებს რომ არ დაედგინათ, რომ გარკვეულწილად ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, ეს სარჩელები არც ადგილობრივ დონეზე დაკმაყოფილდებოდა. ცხადია, რომ ადგილობრივ დონეზე და ევროპული მართლმსაჯულების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, პროკურატურა გამოძიების ეტაპზე მიიღებს მხედველობაში ყველა იმ გარემოებას, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიერ არის დადგენილი“, – განაცხადა მინისტრმა.