ეკა სეფაშვილი: ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის უცხოური პოლიტიკური ძალების აგენტურული ქსელი საქართველოში

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის მხრიდან რეალობის აღქმის დაკარგვის შესახებ ნიკა ობოლაძის და „ლელოს” განცხადებას მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

მისი თქმით, ე.წ. ოპოზიცია ქვეყანაში უცხოური პოლიტიკური ძალების აგენტურულ ქსელს წარმოადგენს.

დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციამ არ იცის რას ფიქრობს და გრძნობს ხალხი და სწორედ ამიტომ მივიდნენ მწარე იმედგაცრუებამდე.

„კარგია, რომ აღიარებენ და როგორც იქნა მიხვდნენ. ეს არ არის ოპოზიცია, ეს არის უცხოური პოლიტიკური ძალების აგენტურული ქსელი საქართველოში. არ უსმენენ ხალხსა და არ იციან ხალხის მაჯის ცემა. ჩაკეტილები არიან თავიანთ ბაბლში და 5-6 ადამიანის გარემოცვა რასაც ეუბნება, ის სჯერათ. სჯერათ და ასრულებენ უცხოელი პატრონების მიერ მიწოდებულ დავალებებს. როდესაც ისინი ეუბნებიან, ჩაიდინეთ უკანონობა, ხელი შეუწყვეთ ექსტრემიზმს, პოლარიზაციას და ა.შ. და მერე თქვენ მოხვალთ ხელისუფლებაში, ცოტაც და „ქართული ოცნების” ხელისუფლება დაემხობა, იჯერებენ. არ გადიან რეგიონებში, არ ხვდებიან ხალხს, თავიანთ ამომრჩეველსაც კი და როდესაც არ იცი რას ფიქრობს და გრძნობს ხალხი, ასეთ შედეგამდე და მწარე იმედგაცრუებამდე მიხვალ,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები