ირაკლი ზარქუა – ნიკა ობოლაძეზე: გაიაზრა, რომ სიცრუეში ცხოვრებას თავი უნდა დაანებოს და მიიღოს ის მოცემულობა, რაც არის

“გაიაზრა, რომ სიცრუეში ცხოვრებას თავი უნდა დაანებოს და მიიღოს ის მოცემულობა, რაც არის,” – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წარმომადგენლის, ნიკა ობოლაძის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

“მოცემულობა რა არის – არჩევნები ჩატარდა, როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი, სადაც მმართველმა პარტიამ დიდი მხარდაჭერით გაიმარჯვა. ეს უნდა მიიღონ, გახარიებმა მიიღეს, თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ შემდეგ გაიაზრეს და შემოვიდნენ პარლამენტში. ის, ვინც არასწორი აღქმებითა და დაკვეთით მოქმედებს, კი ნახეთ, სადაც არიან,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წარმომადგენელი, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ ოპოზიცია რთულ სიტუაციაშია და რეალობის აღქმა უჭირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები