გურამ მაჭარაშვილი – ოპოზიციაზე: ამბობდნენ, რომ შეიძლება, ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენი უნდა გავიტანოთო – იმიტომ, რომ მათ პატრონებს ასე უნდოდათ
“ამბობდნენ, რომ შეიძლება, ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენი უნდა გავიტანოთო – იმიტომ, რომ მათ პატრონებს ასე უნდოდათ,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ძალიან კარგად ხვდებოდნენ მათ შორის 2020-ის არჩევნებშიც, რომ საზოგადოების უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერდა. შემდეგ 2022 წელს, უკრაინაში ცნობილი მოვლენების შემდგომ ასევე არ უჭერდა მათ საზოგადოება მხარს და თვითონაც ამბობდნენ, რომ შეიძლება, ცოტანი ვართ, მაგრამ ჩვენი უნდა გავიტანოთო – იმიტომ, რომ მათ პატრონებს ასე უნდოდათ. ასე რომ ეს რეალობის აღქმის დაკარგვა ახალი არ არის. დიდი ხანია, მათ რეალობის აღქმა დაკარგული აქვთ”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.