“ALDE-მ დაიწყო თავის მართლება, მაგრამ ამ თავის მართლებაში კიდევ უფრო მძიმე შეცდომები დაუშვა” – რატი იონათამიშვილი

“ALDE-მ დაიწყო თავის მართლება, მაგრამ ამ თავის მართლებაში კიდევ უფრო მძიმე შეცდომები დაუშვა, ვინაიდან ამ განცხადებით ის გახდა არა მხოლოდ ტერორიზმის წამახალისებელი და საინფორმაციო ტერორიზმში ჩაბმული, არამედ ფაქტობრივად დეზინფორმაციის წყაროდაც გაასაღა საკუთარი თავი”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ ისინი არ დაგმობენ ტერორიზმს, ეს სიმძიმე კიდევ უფრო მეტად დააწვებათ.

“ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა და სირაქლემის პოზაში ყოფნა, ან ენის მოჩლექით ლაპარაკი, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მათ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომ: “10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“, ALDE-ში განაცხადეს, რომ ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები