გიორგი ვოლსკი: დღეს რა განცხადებებსაც აკეთებენ ევროკავშირის ლიდერები, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმ მიდგომების და ხედვების მიმართ, რომელიც მათ ამომრჩევლებს აქვთ

“დღეს რა განცხადებებსაც აკეთებენ ევროკავშირის ლიდერები, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმ მიდგომების და ხედვების მიმართ, რომელიც მათ ამომრჩევლებს აქვთ,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ლიდერების ბოლოდროინდელ პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო კურსი არ შეცვლილა – ევროპა შეიცვალა.

„დღეს რა განცხადებებსაც აკეთებენ ევროკავშირის ლიდერები, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმ მიდგომებისა და ხედვებისა, რომლებიც ამ ქვეყნებში საზოგადოებებს ანუ მათ ამომრჩევლებს აქვთ. თავიანთ ამომრჩევლებშიც ძალიან დაცემულია ზოგიერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერის რეიტინგი. წლებია ამაზე ვსაუბრობთ. ეს გახდა იმის მიზეზი, რომ თითქოსდა დავცილდით ევროპულ სტანდარტებს და თითქოსდა ჩვენი საგარეო კურსი შეიცვალა. ჩვენი საგარეო კურსი არ შეცვლილა – ევროპა შეიცვალა. უსაფრთხოების თემა დღეს ევროპაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის“, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები