თორნიკე ჭეიშვილი: ევრობიუროკრატები რატომღაც შეაწუხა იმან, რომ თურმე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ გაერთიანება ერთმანეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს მაშინ, როდესაც თავად არაერთხელ გამხდარან აღნიშნული სტანდარტის დამრღვევები

“ევრობიუროკრატები რატომღაც შეაწუხა იმან, რომ თურმე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ გაერთიანება ერთმანეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს მაშინ, როდესაც თავად არაერთხელ გამხდარან აღნიშნული სტანდარტის დამრღვევები,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე შეერთებული შტატებიდან დაიწყო საუბარი, აპელირება იმაზე, რომ ევრობიუროკრატია არის ძალიან ღრმა კრიზისში. [ევრობიუროკრატები] რატომღაც შეაწუხა იმ ამბავმა, რომ თურმე, სხვადასხვა სახელმწიფო თუ გაერთიანება ერთმანეთის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს მაშინ, როდესაც სწორედ თავად არაერთხელ გამხდარან აღნიშნულის სტანდარტის დამრღვევები”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები