ირაკლი ქადაგიშვილი: მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის პრინციპების შეწირვამ გამოიწვია დღეს ის ვითარება, რომელიც არის ევროკავშირში

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის განცხადებას ეხმაურება.

„ევროკავშირის პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია მათ საქმეებში ჩარევა და ისინი არ ერევიან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში. გამოდის, რომ ჩვენ ქვეყნად არ აღგვიქვამენ. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის. აი, ამ უსტანდარტობამ, მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნების მიღწევისათვის პრინციპების შეწირვამ გამოიწვია დღეს ის ვითარება, რომელიც არის ევროკავშირში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები