გიორგი გაბუნია: მიმდინარე წელი იყო ძალიან წარმატებული, კულტურის სფეროში 600-მდე პროექტი განხორციელდა
„მიმდინარე წელი იყო ძალიან წარმატებული, კულტურის სფეროში 600-მდე პროექტი განხორციელდა,“- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, უმთავრესი პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება მომავალში დაგეგმილი და განხორციელებული.
„მიმდინარე წელი იყო ძალიან წარმატებული, 600-მდე პროექტი განხორციელდა, მათ შორის 40 საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი. იაპონიიდან დაწყებული, ამერიკის კონტინენტით დამთავრებული, ყველგან გაისმა ქართული კულტურა, ქართული ტრადიციული ხელოვნება, ქართული ხალხური სიმღერა, ქორეოგრაფია. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება მომავალში დაგეგმილი და განხორციელებული. ძალიან კარგია დინამიკა განვითარების მიმართულებით, მათ შორის „შემოქმედებითი საქართველო“, რომელიც პრაქტიკულად ყველა მიმართულებით აფინანსებს პროექტებს და ვფიქრობ, რომ ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა გაბუნიამ.