ლევან მახაშვილი: ახალი კანონმდებლობა აძლევს დემონსტრანტებს საშუალებას, თუ ამის რაოდენობა, საჭიროება არსებობს გამოხატონ პროტესტი, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ იარსებებს, მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი

,,ახალი კანონმდებლობა აძლევს დემონსტრანტებს საშუალებას, თუ ამის რაოდენობა, საჭიროება არსებობს გამოხატონ პროტესტი, მაგრამ თუ ამის საჭიროება არ იარსებებს, მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ხდებოდა.

„გასული თვეების განმავლობაში ვაკვირდებოდით როგორ ხდებოდა საქართველოს კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება. როდესაც არ იყო არც ამის საჭიროება, არც რაოდენობა, არც აუცილებლობა, ხდებოდა გზების, სავალი ნაწილის გადაკეტვა და ამით ექმნებოდა დისკომფორტი საქართველოს მოსახლეობას. ახალი კანონმდებლობა სწორედ ასეთ საკითხებს არეგულირებს, მაქსიმალურად აწესრიგებს და ერთის მხრივ აძლევს დემონსტრანტებს თუ ამის რაოდენობა, საჭიროება არსებობს რომ გამოხატონ პროტესტი, მაგრამ თუ ამის არც რაოდენობა და არც საჭიროება იარსებებს, მაქსიმალურად იყოს დაცული საზოგადოებრივი წესრიგი“, – აღნიშნა მახაშვილმა.

ცნობისთვის, მეორე მოსმენით პარლამენტი დღეს „შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები