ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲗᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔ ᲡᲐᲡᲣᲚᲘᲔᲠᲝ ᲞᲘᲠᲔᲑᲘ ᲛᲘᲘᲦᲝ
ᲛᲘᲢᲠᲝᲞᲝᲚᲘᲢᲛᲐ ᲨᲘᲝᲛ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲘᲗᲘ ᲒᲐᲜᲐᲗᲚᲔᲑᲘᲡ ᲞᲠᲝᲒᲠᲐᲛᲐᲨᲘ ᲛᲝᲜᲐᲬᲘᲚᲔ ᲡᲐᲡᲣᲚᲘᲔᲠᲝ ᲞᲘᲠᲔᲑᲘ ᲛᲘᲘᲦᲝ.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
“როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს ბორჯომისა და ბაკურიანის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, აგრეთვე ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიების სასულიერო პირთა საბაზისო გადამზადება ,,ღირებულებით განათლებასა” და ,,სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებში”.
აღნიშნული სასულიერო პირები ამა წლის 9 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში მიიღო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) რომელმაც წარმატებები უსურვა მათ და მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, განათლების სამინისტროს და ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ტრენინგი ჩაატარა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა”, – წერია ინფორმაციაში.