მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სარგის ხანდანიანს და თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს საქართველო-სომხეთის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის დადებითი განვითარება და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ასევე, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა, რომელიც ადასტურებს ქვეყნებს შორის არსებული დღის წესრიგის დადებით ტენდენციებს.

ხაზი გაესვა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისa და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, ხელი შეუწყოს რეგიონში უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და განვითარების გაძლიერებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები