მაკა ბოჭორიშვილი – ელისაშვილის ქმედებაზე ALDE-ს დუმილის შესახებ: როდესაც ახალისებ რადიკალურ დღის წესრიგს, მერე უკვე ძალიან რთულია, გაზომო, რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანო კონკრეტული სუბიექტები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ალეკო ელისაშვილის მიერ ტერაქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ALDE-ს დუმილს აფასებს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, როდესაც რადიკალურ დღის წესრიგს ახალისებ, შედეგების გაზომვა რთულია.
„შეიძლება, ასეთი სამართალდარღვევების ინსტრუქციას არავინ იძლეოდეს, მაგრამ როდესაც ახალისებ რადიკალურ დღის წესრიგს, მერე უკვე ძალიან რთულია, გაზომო, რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანო კონკრეტული სუბიექტები და კონკრეტულმა ქმედებებმა რა შედეგებამდე შეიძლება, მიიყვანოს სიტუაცია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.