„სამწუხაროა, რომ ბრიტანეთის ელჩი ისევე აკნინებს დიპლომატიურ სტანდარტს, როგორც BBC-მ დააკნინა მედიასტანდარტი” – იონათამიშვილი

„სამწუხაროა, რომ ბრიტანეთის ელჩი ისევე აკნინებს დიპლომატიურ სტანდარტს, როგორც BBC-მ დააკნინა მედიასტანდარტი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აცხადებს.

“როდესაც ვამბობთ, რომ სინამდვილეში ამ დეზინფორმაციისა და ცილისწამების უკან კოორდინირებული ქმედებები დგას, აი ასეთი დეზინფორმაციული და ცრუ განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს ამ ეჭვს პირველ რიგში ჩვენს საზოგადოებაში.

უპრიანი იქნებოდა, რომ ბატონ ელჩს ელაპარაკა ზუსტად იმ საკითხებზე, თუ როგორ მოხდა, რომ BBC გახდა დეზინფორმაციული ტირაჟირების წყარო და როგორ მოხდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ასე აკრიტიკებს ბრიტანეთს და პირდაპირ ამბობს, რომ სამწუხაროდ, ბრიტანული ბიუროკრატია არის არა ბრიტანელი ხალხის, არამედ დიფ სთეითის სამსახურში“, – ამბობს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ, ელჩის თქმით, საქართველოში პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან ქვეყანაში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები