ბოჟაძე – ,,ალდეზე“: არ დაგმეს ძალადობა, ექსტრემიზმი და ახლა მათი მხარდამჭერები უკვე ტერორისტული აქტების ჩადენაზე გადავიდნენ

,,არ დაგმეს ძალადობა, არ დაგმეს ექსტრემიზმი და ახლა უკვე ტერორისტული აქტების ჩადენაზე გადავიდნენ მათი მხარდამჭერები”,- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ „ქრონიკასთან“ „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსზე“ საუბრისას განაცხადა, რომლის წევრიც „ლელოა“.

„დუმან, რადგან, როგორც ჩანს, მათი წახალისებულია ასეთი ქმედებები. მათ არ დაგმეს, ძალადობა, არ დაგმეს ექსტრემიზმი და ახლა უკვე ტერორისტული აქტების ჩადენაზე გადავიდნენ მათი მხარდამჭერები. თქვენ იცით, რომ „ალდეს“ ჯგუფში არის მათ შორის „ლელო“ და ალეკო ელისაშვილი იყო „ლელოს“ საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი“, – აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები