ლევან მახაშვილი ALDE-ზე: ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას გვერდში დაუდგეს მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესების დამშვიდებაში, მუდმივად ხდება რადიკალიზაციის, რადიკალური პოლიტიკოსების წახალისება

,,ნაცვლად იმისა, რომ [ALDE] საზოგადოებას გვერდში დაუდგეს მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესების დამშვიდებაში, მუდმივად ხდება რადიკალიზაციის, რადიკალური პოლიტიკოსების წახალისება”,- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი „ქრონიკასთან“ აცხადებს.

მისივე თქმით, სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ALDE დღემდე არ ემიჯნება ალეკო ელისაშვილის ქმედებას.

„ნაცვლად იმისა, რომ [ALDE] საზოგადოებას გვერდში დაუდგეს მაქსიმალურად პოლიტიკური პროცესების დამშვიდებაში, მუდმივად ხდება რადიკალიზაციის, რადიკალური პოლიტიკოსების წახალისება. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ALDE დღემდე არ ემიჯნება მისი ერთ-ერთი წევრი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პირდაპირ და თავად აღიარებული ტერორისტული საქმიანობიდან გამიჯვნას“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები