არჩილ გორდულაძე: კეთილი ინებოს და „ალდემ“ გასცეს პასუხი ერთ მარტივ კითხვას, რატომ უჭერენ მხარს თავიანთი დუმილით ტერორისტული აქტის ჩამდენ პირს

,,ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, „ალდემ“ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რატომ უჭერენ მხარს თავიანთი დუმილით ტერორისტული აქტის ჩამდენ პირს.

„ეს პირი არის „ლელოს“ თანამებრძოლი, ხოლო „ლელო“ არის „ალდეს“ წევრი. მაშინ გამოდის, რომ „ალდეს“ თანამებრძოლია ალეკო ელისაშვილი, რომელსაც ტერორისტულ დანაშაულში ედება ბრალი. ახლა კეთილი ინებოს და „ალდემ“ გასცეს პასუხი ერთ მარტივ კითხვას, მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც უცხოეთშიც არსებობს შესაბამისი კითხვები, რატომ უჭერენ მხარს თავიანთი დუმილით ტერორისტული აქტის ჩამდენ პირს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები