მდინარე არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

არაგვის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, (თბილისი-სენაკის მიმართულება), მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები