პაპუაშვილი – ბრიტანეთის ელჩზე: საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგადაა საგანგაშო, როდესაც ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით

„საგანგაშოა, როდესაც ელჩი პირადად არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორმაგადაა საგანგაშო, როდესაც ამას აკეთებს სტუდენტებთან შეხვედრით და ამით სტუდენტების ტვინის გამორეცხვა ხდება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიტანეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

“წარმოგიდგენიათ, საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთში დადიოდეს უნივერსიტეტებში და დაკავებული იყოს ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიით?! ეს არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანია, რომლის მონაწილეც აღმოჩნდა ბრიტანეთის ელჩი. ის პირდაპირ ავრცელებს ტყუილსა და დეზინფორმაციას.

სადაც თავად ელჩი არის ჩართული დეზინფორმაციის გავრცელებაში, რომელიც მიმართულია ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოებლად, აქ გაკვირვებას არ იწვევს, როდესაც „ბიბისი“, საჯარო ტელევიზია დეზინფორმაციას ავრცელებს. ეს უფრო აღვივებს საზოგადოების კითხვებს, თუ ვინ დგას „ბიბისის“ სიუჟეტის უკან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ, ელჩის თქმით, საქართველოში პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან ქვეყანაში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები