გურამ მაჭარაშვილი: შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას და დღევანდელ ევრობიუროკრატიას შორის ევროპაში

,,შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაპირისპირება არსებობს შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას და დღევანდელ ევრობიუროკრატიას შორის ევროპაში”, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ არა მესამე სექტორს, არამედ მთავრობებს დააფინანსებს.

„საპირისპიროს ამბობს და აკეთებს ევრო ბიუროკრატია, როდესაც ამბობს, რომ კანონმდებლობის დარღვევით და გვერდის ავლით ცდილობენ, რომ შავი ფული ჩარიცხონ საქართველოს ენჯეო სექტორში. ზუსტად ეს არის ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები