“მნიშვნელოვანია, რომ განათლებაში იწყება სრულიად ახალი ეტაპი, ეს არის ფუნდამენტური რეფორმა”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, სწავლასთან ერთად, ნებისმიერ სტუდენტს ექნება წვდომა როგორც ეროვნული თვითღირებულებების შეცნობის ნაწილზე, ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ რეფორმის ნაწილში იქნება გეოგრაფიული მასშტაბირება.
“ახალი რეფორმის ფარგლებში, იქნება 3+1+1 – ეს გულისხმობს, რომ იქნება 3-წლიანი ბაკალავრის სწავლება, 3 წელიწადში სრულად მოხდება პროფესიის დაუფლება, არ შეეხება ეს წლები მარეგულირებელ პროფესიებს, როგორიც არის მაგალითად სამედიცინო. რაც შეეხება მაგისტრატურას, 1-წლიანი საკმაოდ გავრცელებული ფორმა არის, გადავალთ 1-წლიან მაგისტრატურის ნაწილზე“, – განმარტა ლაშხმა.
ცნობისთვის, უმაღლესი განათლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.