ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელობის მოედანი გაიხსნა
დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელობის მოედანი გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
ღონისძიებას ესწრებოდა მსახიობის მეუღლე გურანდა გაბუნიაც. მან დიდი მადლობა გადაუხადა საკრებულოსა და მერიას მეღვინეთუხუცესის შემოქმედების დაფასებისათვის. გიორგი ალიბეგაშვილმა მოედნის გახსნის ცერემონიალზე მსახიობის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასეთ საქმეში მონაწილეობის მიღება მისთვის დიდი პატივია. დღესვე საკრებულოს თავმჯდომარე თბილისის მერთან და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაისა და თაფლის საერთაშორისო ფესტივალს დაეწრო.