შსს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას – „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას – „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეები სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტს ესტუმრნენ.

“სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გასცნობოდნენ სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურასა და ვერტმფრენებს, შეესწავლათ დანაყოფის საქმიანობა და სპეციფიკა.

საინფორმაციო კამპანია „პროფესია პოლიციელი“ ქვეყნის მასშტაბით გრძელდება და მასში მონაწილეობას 4000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები