პატრიარქმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დალოცა
სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვაზე, ლოცვისა და ქადაგების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დალოცა.
საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვა-ლოცვას სააგენტოს დირექტორი ზურაბ ზუბადალაშვილი და დეპარტამენტის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.