მარტვილის მერმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას მარტვილის მერია ავრცელებს.
,,რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.
სამუშაოები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ხორციელდება.
მუნიციპალიტეტის ცენტრში და მიმდებარე სოფლებში შეიცვალა წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ დაიწყო”,- წერია ინფორმაციაში.