ზაალ მიქელაძე: დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას

საქართველოში მოქმედ უცხოურ აგენტურაზე და მათთვის გაცემული დავალებების შესრულებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი  ზაალ მიქელაძე.  როგორც ის აღნიშნავს, აგენტურული საქმიანობა წლები ხორციელდებოდა და მან თითქმის ყველა სფერო მოიცვა. 

„ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, გაზეთებს, სატელევიზიო სადგურებს, ზოგადად, კომუნიკაციის საშუალებებს. მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს ისე, რომ არ იცოდნენ… ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოში, ყველგან გავაკეთეთ და ძალიან წარმატებულები ვიყავით”, – ეს განცხადებები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ლოურენს უილკერსონმა ერთ-ერთ ინტერვიუში გააკეთა.
და იქვე წერს, რომ ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე იყვნენ ,,ჯაშუშ/აგენტები” ვალდებული შეესრულებინათ ეს დავალებები!!! 2012 წლამდე, ჩვენდა საუბედუროდ, ამას აკეთებდა არა მხოლოდ ენჯეო-გაზეთ-ჟურნალ-ტელევიზიები, არამედ ხელისუფალიც. იმედია, ამოიცანით თქვენი თავი!
შემდეგში ალბათ გვარებიც დასახელდება. მართლა რა ამაზრზენი უსამშობლოები ხართ… ,,ვყიდულობდითო!!!”- ამაზე დამამცირებელს, ძალიან რომ მოინდომო მეტს ვერაფერს მოიფიქრებ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას: ნაყიდი, დახელფასებული ჯაშუშები ცდილობენ ქვეყნის უკრაინიზაციას,” – წერს  ზაალ მიქელაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები