ლევან მაჭავარიანი ე.წ. მეგობარ აქტზე: არავინ აპირებს მის მიღებას

,,ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას”,- ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა ე.წ. მეგობარ აქტთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აშშ-ს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ელოდება.

„ოპოზიციისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მტკიცებით ფორმაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, რომ ეს აქტი მიღებული იქნებოდა და თან უკვე ჟანგბადი უკვე აღარ აქვთ, პულსი არ ესინჯებათ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მათთვის იქნებოდა დამატებითი საინფორმაციო ხმაურის ატეხის მექანიზმი.

ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ჩაგდებულია, არავინ აპირებს ამის მიღებას. ჩვენ ველოდებით უფრო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აშშ-ს მხრიდან. მათ იციან, რომ ჩვენ მზად ვართ კონკრეტული გზამკვლევიც კი გავწეროთ დროსა და სივრცეში თუ რა ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი იმისათვის, რათა რეალური პარტნიორობა და რეალური მეგობრობა დაიწყოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები