კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეტევები გრძელდება
თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მოთხოვნას, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს.
„ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია. ის შეტევები, რაც ამ ადამიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხორციელდება, ყველამ კარგად იცის. დღემდე მიმდინარეობს მისი შანტაჟი. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია“, – განაცხადა კახა კალაძემ.