ჩირიკბა: ახალი დოკუმენტის ინიცირება საქართველოს აგრესიული პოლიტიკითაა გამოწვეული

  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთსა და რუსეთს შორის ახალი შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს. ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, რომ „ახალი დოკუმენტის ინიცირება საქართველოს აგრესიული პოლიტიკით არის გამოწვეული“.
სეპარატისტული რეჟიმის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო აქტიურად არის ჩართული მოლაპარაკებებში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, რაც გარკვეულ საფრთხეს უქმნის აფხაზეთს.
ჩირიკბას მტკიცებით, ახალი შეთანხმება ხელს შეუწყობს თანამშრომლობისა და პარტნიორობის განმტკიცებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის, კოორდინირებული შიდა პოლიტიკის წარმოებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირებას. პროექტი, რომლის ავტორი რუსეთის ფედერაციაა, თვითგამოცხადებული აფხაზეთის პარლამენტს განსახილველად უკვე გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები