„თოთოეულმა მოქალაქემ და სახელმწიფომ უნდა ისარგებლოს, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო სასამართლოთი. ამიტომ, ჰააგაში ეს სარჩელი აუცილებლად უნდა შევიდეს,” – განაცხადა „ხალხის ძალის” წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ქვეყანამ BBC-ის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ.
დავით ქართველიშვილის თქმით, საქართველოსთან მიმართებაში დაირღვა 2 კონვეცია და ქვეყნის ღირსების დაცვა აუცილებელიც კია.
„არა მხოლოდ სუს-ის გამოძიებაა მნიშვნელოვანი, არამედ, აუცილებლად, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში უნდა შევიდეს სარჩელი საქართველო BBC-ის წინააღმდეგ. ეს სარჩელი არ ეხება საყოფაცხოვრებო დონეზე ცილისწამების გამოძიებას. ცილისწამებას, როგორც წესი, ჰააგის სასამართლო არ იღებს წარმოებაში, მაგრამ აქ საუბარია ორი უსერიოზულესი კონვეციის დარღვევაზე. საქართველოს ადანაშაულებენ და აბრალებენ (ოღონდ უფრო სხვა მასშტაბებზეა საუბარი) ისეთ დანაშაულს, რასაც ადგილი ჰქონდა ერყში. ასე რომ, ეს არის სახელმწიფოს ღირსების და ინსტიტუციების დაცვის უფლება.
როდესაც წესად აქვთ ჩვენი შედარება უკრაინასთან თუ მოლდოვსთან, მოდით რა, საფრანგეთს შეგვადარონ, იმიტომ, რომ საფრანგეთში დეზინფორმაცია ძალიან მკაცრად ისჯება – 45 ათასი ევროს ჯარიმით. მაგრამ თუკი, დეზინფორმაცია და ცილისწამება აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს, თუკი საფრთხეს უქმნის ქვეყნის უშიშროებას, ეს არის 90 ათასი ევროს ჯარიმა, პლიუს ერთიდან სამ წლამდე პატიმრობა.
ამიტომ, ყველამ უნდა გაითავისოს ამ ქვეყანაში, თუ ადრე ეს საკითხი მიშვებული იყო, დღეს ჩვენი კანონმდებლობა ისეთ დონეზეა აყვანილი (ძალიან ბევრი ახალი კანონი იქნა შემოღებული) რომ თოთოეულმა მოქალაქემ და სახელმწიფომ უნდა ისარგებლოს, როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო სასამართლოთი. ამიტომ, ჰააგაში ეს სარჩელი აუცილებლად უნდა შევიდეს,” – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
კომენტარები
კომენტარი