გიორგი ვოლსკი – „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილების საჭიროებაზე: სამომავლოდაც არ უნდა იყოს შესაძლებლობა, საზოგადოებაში გაჩნდეს რაღაც გარკვეული საშუალებები, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე იძალადონ

“სამომავლოდაც არ უნდა იყოს შესაძლებლობა, საზოგადოებაში გაჩნდეს რაღაც გარკვეული საშუალებები, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე იძალადონ,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ცვლილებები აუცილებელია არა მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ ექსტრემისტული ჯგუფების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, ორგანიზატორები გარკვეული სახის მოწყობილობებს იყენებენ იმისათვის, რათა დესტაბილიზაციას უფრო ინტენსიური ხასიათი ჰქონდეს საქართველოში. სამომავლოდაც არ უნდა იყოს შესაძლებლობა, საზოგადოებაში გაჩნდეს რაღაც გარკვეული საშუალებები, რომ ადამიანებმა ერთმანეთზე იძალადონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, პარლამენტში თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღეს „იარაღის შესახებ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე“ იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები