პატრიარქმა მრევლს „თბილისობა“ მიულოცა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მრევლს „თბილისობა“ მიულოცა. ილია მეორემ სამების საკატედრო ტაძარში წირვა ჩაატარა. უწმინდესმა საქართველოს ყველა მოქალაქე დალოცა და თბილიობა მიულოცა. ასევე ბუჩუკურების, ბეკურაშვილების, ტერაშვილების, ძნელაძეების, კუპრაშვილების, კუხალაშვილებისა და კუხალეიშვილების გვარები დაილოცა.
პატრიარქმა დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების ცენტრის თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი ზურაბ ზუბადალაშვილი დალოცა.